ძიუდო

17:12 | 1.07.2023 | ნანახია 1065 - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების ფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპული თამაშების ფინალში გასვლა შეძლო, რაც გარანტირებული მედალია.

შერეულმა ნაკრებმა თავიდან მერვედფინალში ხორვატიის ნაკრები 4:1 დაამარცხა. თავიანთი შეხვედრები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა, სოფიო სომხიშვილმა, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა, ხოლო ერთადერთი მარცხი ეთერ ასკილაშვილმა განიცადა.

მეოთხედფინალში საქართველომ თურქეთის ნაკრებიც იოლად დაამარცხა, ისევ - 4:1. ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ბექაურმა და თუშიშვილმა იმარჯვეს, ხოლო სომხიშვილმა თურქ მეტოქესთან წააგო.

ნახევარფინალში საქართველოს გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, მაგრამ გამარჯვება მაინც მოახერხა - 4:3. სომხიშვილმა, შავდათუაშვილმა, ბექაურმა და თუშიშვილმა მოიგეს თავიანთი ბრძოლები, ასკილაშვილი, ლიპარტელიანი და თუშიშვილი დამარცხდნენ. გურამმა გადამწყვეტი, დამატებითი მე-7 ბრძოლა მოიგო და საქართველოს ნაკრები ფინალში გაიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ ევროპულ თამაშებზე ძიუდოს შეჯიბრი პარალელურად გუნდური ევროპის ჩემპიონატია.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:35 | 19.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ძაან ლამაზი სპორტია

01:35 | 19.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

მიყვარს ეს სპორტი

01:35 | 19.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

იმედია ფინალში მოიგებენ

01:35 | 19.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

წარმატებები

0.113583