სხვა

17:40 | 1.07.2023 | ნანახია 372 - ჯერ

შონია ევროპული თამაშების ფინალშია, ივანიაძემ ბრინჯაო მოიპოვა

ქართველმა კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ (75 კგ.) ნახევარფინალურ შეხვედრაში დიდი უპირატესობით დაამარცხა პოლონელი მეტოქე და მესამე ევროპული თამაშების ფინალში იასპარეზებს.

ფინალური შეხვედრა 2 ივლისს, საქართველოს დროით 15:45 საათზე გაიმართება.

დღესვე, ასევე კიკბოქსიორმა ზურაბ ივანიაძემ (86 კგ) პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ნახევარფინალი წააგო და შედეგად, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების აქტივში ევროპულ თამაშებზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია. გარდა ამისა, მედლები განაღდებული აქვთ ლაშა გურულს და ლუკა შონიას,, ოღონდ გასარკვევია, რომელი სინჯის მედალი იქნება (ოქრო ან ვერცხლი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065641
372