ვეტერანმა უელსელმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა გაიხსენა მადრიდის „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატარებული პერიოდი. როგორც მან აღნიშნა, პორტუგალიელი ძალიან ბრაზდებოდა, თუ მატჩს უგოლოდ დაასრულებდა.
„მაგალითად, 5:0-იც რომ მოგვეგო, მაგრამ მას გოლი ვერ გაეტანა, გასახდელში ძალიან გაბრაზებული ბრუნდებოდა და ბუცებს კედლებისკენ ისროდა. თუმცა, ის კარგი ბიჭია, პრობლემა არ გვქონდა, ამაში ცუდი არაფერი იყო“, - თქვა ბეილმა.
შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი და კრიშტიანუ რონალდუ 2013-2018 წლებში იყვნენ თანაგუნდელები, შემდეგ კი პორტუგალიელი „იუვენტუსში“ გადავიდა.