ფეხბურთი

0:31 | 1.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ინგლისელი ნახევარმცველი შეიძინა

„მილანმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ რუბენ ლოფტუს-ჩიკი შეიძინა. „როსონერის“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

27 წლის ინგლისელის სანაცვლოდ „არისტოკრატებმა“ 20 მილიონი ევრო მიიღეს და ფეხბურთელმა „მილანთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლოფტუს-ჩიკი „ჩელსის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 155 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. მას ორი სეზონი იჯარით აქვს გატარებული „კრისტალ პალასსა“ და „ფულჰემში“, ხოლო ინგლისის ნაკრებში 10-ჯერ უთამაშია.

0.104174