ფეხბურთი

22:55 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

იდეალური დაბრუნება: ლორიამ "დინამო თბილისს" სუპერთასის ნახევარფინალი მოაგებინა

საქართველოს განახლებული ფორმატის სუპერთასის მეორე ფინალისტი „დინამო თბილისი“ გახდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გორის „დილასთან“ პენალტების სერიაში მოიგო, ისე როგორც მანამდე „დინამო ბათუმმა“ „ტორპედოსთან“.

მატჩის გმირი გიორგი ლორია იყო, რომელმაც „დინამოში“ 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. 37 წლის მეკარემ პენალტების სერიაში 4-დან ორი დარტყმა მოიგერია.

თუმცა, იქამდე გუნდებმა გოლები გაცვალეს: 72-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიში გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ონორე გომისმა გაათანაბრა, მას შემდეგ, რაც ლორიამ ურთულესი დარტყმა მოიგერია და აფრიკელმა დაუცველ კარში დაამატა. სხვათა შორის, აშკარა თამაშგარე მდგომარეობა იყო, მაგრამ თანამსაჯი შეცდა.

პენალტების სერიაში კი ლორიამ ალეფ სანტოსს და მიშიკო სარდალიშვილს აჯობა, ხოლო დინამოელებმა 4-დან 4 პენალტი ზუსტად დაარტყეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

4 ივლისს, მესამე ადგილისთვის „დილა“ „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო იმავე დღეს ფინალში „დინამო თბილისი“ და „დინამო ბათუმი“ დაუპირისპირდებიან.

„დინამო თბილისი“ – „დილა“ 1:1 პენ: 4:2 (0:0)

გოლები: 1:0 იმრანი (72), 1:1 გომისი (90)

0.123743