„ნაპოლიმ“ 2023-2024 წლების სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი-ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა.
როგორც ნეაპოლური მედია წერს, რუდი გარსიას გუნდი დიმაროში 20 ივლისს, სამოყვარულო გუნდ „ანაუნეს“ შეხვდება, რომელსაც შარშანაც შეხვდა და 10:0 მოიგო. სწორედ მაშინ შედგა ხვიჩა კვარაცხელიას არაოფიციალური დებიუტი და დუბლი პირველივე ტაიმში შეასრულა.
24 ივლისს კი „ნაპოლი“ ტესტ-მატჩს უფრო მაღალი დონის გუნდთან ჩაატარებს, ამჯერად „სპალს“ გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 14 ივლისიდან დაიწყებს, ხოლო სერია A-ს სეზონი 20 აგვისტოს დაიწყება. კალენდარი ცნობილი 5 ივლისს გახდება.