საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კომპოსტელაში (ესპანეთი), 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით - 10-კაციანი გუნდით იასპარეზა და 5 მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს მიაღწიეს და ჩემპიონები გახდნენ ანრი ხოზრევანიძე (60 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) და გორ აივაზიანი (97 კგ).
აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ნიკა ბროლაძეს (67 კგ). ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი დათა ჩხაიძემ (82 კგ).
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
GEONOC.ORG.GE