ფეხბურთი

15:46 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯუნტოლიმ დე ლაურენტისთან შეთანხმებას მიაღწია და კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი მუშაობას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.

იტალიური მედია დარწმუნებით წერს, რომ ჯუნტოლიმ აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და რამდენიმე თვის ხელფასზეც უარი თქვა. ხელშეკრულება ძალაში 2024 წლამდე იყო, მაგრამ გენუელმა მენეჯერმა კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელება გადაწყვიტა.

კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლიში“ ტრანსფერებზე 2015 წლიდან მუშაობდა და სწორედ მის სახელს უკავშირდება ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიტანურ კლუბში გადაბარგებაც. ჯერჯერობით, უცნობია ვინ შეცვლის მას „ნაპოლიში“.

მოსალოდნელია, რომ „იუვენტუსი“ ჯუნტოლის დანიშვნას უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაადასტურებს, ხოლო „ბებერ ქალბატონში“ 51 წლის მენეჯერი მუშაობას სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყებს.

0.117399