ფეხბურთი

11:37 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ესპანური კლუბის ვებგვერდის ცნობით, ქართველი გუნდში კიდევ 2 წელი დარჩება.

შეთანხმება ითვალისწინებს კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივების ვარიანტსაც. გიორგი „ლევანტეში“ 2019 წლიდან ირიცხება და ლა ლიგაში 4 მატჩიც ჩაატარა, ხოლო ერთხელ ესპანეთის თასზე გოლი გაიტანა.

გასული სეზონი 24 წლის ნახევარმცველმა მესამე დივიზიონის ბინადარ „კასტელონში“ იჯარით გაატარა, რომლის რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და 40 მატჩში 4 გოლი გაიტანა. „კასტელონს“ სეგუნდა დივიზიონში გადასასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა.

„ლევანტე“ ახლოს იყო ლა ლიგაში აღზევებასთან, მაგრამ პლეი-ოფის ფინალი „ალავესთან“ წააგო და მომდევნო სეზონს ისევ რანგით მეორე ლიგაში გაატარებს.

0.141568