ფეხბურთი

12:19 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მეისონ მაუნთი "მანჩესტერში" 70 მილიონად გადავა

ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო და მეისონ მაუნთი „მანჩესტერის“ ფეხბურთელი გახდება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის საფუძველზე „მანჩესტერი“ „ჩელსის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ფეხბურთელი „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს.

24 წლის ინგლისელი „ჩელსის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა და 195 მატჩში 33 გოლი გაიტანა. მას ორი სეზონი იჯარით არნემის „ვიტესსა“ და „დერბი ქაუნთიში“ აქვს გატარებული. ინგლისის ნაკრებში მაუნთს 36-ჯერ აქვს ნათამაშები და 5 ჰოლის გატანა შეძლო.

0.118994