საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ ისრაელთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უქმე დღეებს იმისთვის იყენებენ, რომ ენერგია აღიდგინონ და მეოთხედფინალში გამარჯვების იმედი აქვს.
„გუნდში ასე თუ ისე, დაღლილობა იგრძნობა, რადგან ჯგუფში სამი ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, რის გამოც უფრო მეტად უბურთოდ მუშაობა გვიწევდა, რაც ძალიან რთულია, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად, მაგრამ უქმე დღეებს იმისთვის ვიყენებთ, რომ აღვიდგინოთ ძალები და თამაშიდან თამაშამდე მოვემზადოთ. მეოთხედფინალისთვის ერთი დღით მეტი რომ გვაქვს დასვენება, ძალიან მნიშვნელოვანია. ისრაელს ვიცნობთ, მათთან ერთხელ უკვე ვითამაშეთ, ძალიან ძალისმიერ თამაშს ველოდებით. დიდი იმედი მაქვს, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, - თქვა გაგუამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მატჩი 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Chelsea Champion!
ეს მევასება მაგრად და მიკოლიც მევასებოდა
( ცუდია რო გავარდნენ
ყველაზე მაგარი იტალიელი თავდამსხმელი ამჟამად
ბალოტელის გარდა
ამას მიკვირს რატოარ ყიდულობს ან იუვე ან ინტერი ან მილანი ტიპი ისე არ ტოვებს თამაშს დუბლის გარეშე
ეს მთელი ინტერი თავდასხმას ჯობია ამ ასაკშიც და 2 წლის შემდეგ კდიე აჯობებს

მაგარი შედეგები აქვს სერია A ში, ნეტა სადამდე გაქაჩავს.. წესით და რიგით ასაკი უკვე უნდა ეტყობოდეს : DD
საგოლ რა ყოველ წელს ამდენი გოლის გატანა თან ამასაკში მარტო დინატალეს შეუძლია,უდინეზეს ლეგენდაა