ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე 5 აგვისტოს, ლონდონში საქველმოქმედო მატცში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უკრაინელი ფეხბურთელების, ოლეკსანდრო ზინჩენკოსა და ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით გაიმართება.
„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება.
მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს, კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის. უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის და ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი მიიღებს. შევხვდებით სტემფორდ ბრიჯზე“, - დაწერა შოთამ სოციალურ ქსელში.