ფეხბურთი

14:48 | 29.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-აჰლის“ მთავარ მწვრთნელად იულიან ნაგელსმანის დანიშვნა სურს

გერმანელი სპეციალისტი, იულიან ნაგელსმანი, რომელიც მიუნხენის „ბაიერნიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია, საუდის არაბეთის კლუბ „ალ-აჰლის“ ინტერესების სფეროში მოექცა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი რუდი გალეტი.

წყაროს ცნობით, „ალ-აჰლის“ ამ თანამდებობაზე ბევრი სპეციალისტის ვარიანტი აქვს, მაგრამ კლუბს ჯერ არცერთთან უსაუბრია.

35 წლის ნაგელსმანი „ბაიერნს“ 2021 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე წვრთნიდა. მან მიუნხენურ კკლუბთან ერთად გერმანიის ჩემპიონის ტიტული და ქვეყნის ორი სუპერთასი მოიგო. მანამდე ნაგელსმანი ასევე მუშაობდა „ლაიფციგსა“ და „ჰოფენჰაიმში.“

0.117002