ფეხბურთი

23:24 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაი ჰავერტცი "არსენალის" ფეხბურთელია

ლონდონის „არსენალმა“ კაი ჰავერტცის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გერმანელმა ფეხბურთელმა „მეთოფეებთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

არაოფიციალური ცნობით, „ჩელსიმ“ ჰავერტცის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო გერმანელის ხელფასი „არსენალში“ სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება.

„ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს და ვიმედოვნებ, რომ ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებთ. „არსენალში“ მენტალიტეტი ძალიან მაღალია, ეს იგრძნობა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „არსენალის“ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მიზანი ტიტულების მოგებაა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს გავაკეთო ფანებისა და კლუბისთვის. მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან შეხვედრას, რათა სეზონისთვის მზადება დავიწყოთ“, - თქვა ჰავერტცმა.

24 წლის კაი ჰავერტცმა კარიერა „ლევერკუზენში“ დაიწყო, სადაც 2016-2020 წლებში თამაშობდა, ხოლო „ჩელსიში“ 2020 წლიდან დღემდე 139 შეხვედრაში 32 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვნის 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რითაც „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113736