ფეხბურთი

20:40 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარის" დირექტორი: "ნაპოლისთვის" საინტერესო ახალგაზრდები გვყავს, მათ შორის გოჩოლეიშვილი"

დონეცკის „შახტარის“ სპორტული დირექტორის მოადგილემ და ამავდროულად სამწვრთნელო შტაბის წევრმა მარკო ნიკოლინიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ნაპოლისთვის“ საინტერესო ახალგაზრდები დონეცკის „შახტარს“ ჰყავს, მათ შორის კი, გიორგი გოჩოლეიშვილიც დაასახელა.

„შახტარის“ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება „ნაპოლისთვის“ საინტერესო იყოს? სუდაკოვმა, ტრაორემ და გოჩოლეიშვილმა კარგი სეზონი ჩაატარეს, ეს უკანასკნელი ასევე კარგად თამაშობს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე, სადაც საქართველოსთან ერთად მეოთხედფინალში გავიდა. მათ შესახებ ჯერჯერობით არანაირი კონტაქტი არ გვქონია არც „ნაპოლისთან“ და არც სხვა კლუბებთან. სეზონისთვის მზადებას 9 ივლისს დავიწყებთ და განვიხილავთ სიტუაციას“, - თქვა ნიკოლინმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „შახტარს“ მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა და 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

0.113178