ფეხბურთი

16:12 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი თანახმაა კარიერა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელოს

ბელგიელი ფეხბურთელი ედენ აზარი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, სავარაუდოდ, კარიერას „ალ-აინში“ გააგრძელებს.

აზარმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა, ფინანსური დეტალები კი უცნობია. აღსანიშნავია, რომ ახლა ფეხბურთელთა უმეტესობა სათამაშოდ საუდის არაბეთში მიდის, მაგრამ აზარი როგორც ჩანს, ემირატებზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი 2019 წლიდან მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა და დროის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა. ბელგიელი მანამდე ფრანგულ „ლილსა“ და ლონდონის „ჩელსიში“ თამაშობდა.

0.115814