ფეხბურთი

15:37 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

აზაროვის სანაცვლოდ "ცრვენა ზვეზდას" 3 მილიონ ევროს სთავაზობენ

საქართველოს ნაკრებისა და „ცრვენა ზვეზდას“ მცველი ირაკლი აზაროვი დონეცკის „შახტარის“ ინტერესის სფეროში მოხვდა.

სერბული გამოცემა sportal.blic.rs წერს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ უკრაინელები სერბებს 3 მილიონ ევროს სთავაზობენ. ჯერ ბელგრადელთა პასუხი უცნობია, მაგრამ უკრაინიდან ინტერესი არსებობს.

ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 2022-2023 წლების სეზონში მან სერბულ გუნდში 27 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

დონეცკის „შახტარში“ უკვე თამაშობს ერთი განაპირა ქართველი მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი. აღსანიშნავია, რომ მომდევნო სეზონში სერბეთისა და უკრაინის ჩემპიონიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109324