„მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსიდან“ ხორვატი ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი დაიმატა. პეპ გვარდიოლას გუნდმა მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.
კოვაჩიჩმა „ქალაქელებთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კოვაჩიჩი „სიტიში“ ილქაი გიუნდოგანის შემცვლელად მოიაზრება, რომელმაც გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და „ბარსელონაში“ გადავიდა.
მატეო კოვაჩიჩი „ჩელსიში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 221 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის იყო „დინამო ზაგრების“, „ინტერისა“ და „რეალის“ ფეხბურთელი.