ფეხბურთი

22:50 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

UEFA თანახმაა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 1/4 ფინალსაც "დინამო არენაზე" ითამაშებს

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრასაც "დინამო არენაზე" ჩაატარებს. ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ დაადასტურა.

მისივე თქმით, გამომინარე იქიდან, რომ საქართველო ერთ-ერთი მასპინძელია და თამაშებზე დასწრების დიდი მოთხოვნაა, ქართველი ფეხბურთელები კვლავ "დინამო არენაზე" ითამაშებენ.

წინასწარი შერჩევით, A ჯგუფის პირველადგილოსან გუნდს საკუთარი შეხვედრა მიხეილ მესხზე" უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ფედერაციამ თხოვნით ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მიმართა და უეფამ ეს თხოვნა დააკმაყოფილა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩს 43 043 გულშემატკივარი ესწრებოდა, რაც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის რეკორდია. ჯერჯერობით, უცნობია საქართველოს მეტოქე 1/4 ფინალში, რომელსაც სამი შესაძლო ვარიანტი აქვს: ისრაელი, ჩეხეთი ან გერმანია. მატჩი კი 1 ივლისს გაიმართება.

0.121465