რაგბი

0:34 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლადო კილასონია: „ვეცდებით დეტალები გამოვასწოროთ“

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეორე თამაშისთვის ემზადებიან, რომელსაც 29 ივნისს, ჩვენი დროით 18:30 საათზე არგენტინის წინააღმდეგ გამართავენ.

პირველ ტურში საქართველო მასპინძელ სამხრეთ აფრიკას 10 ქულით ჩამორჩა (23:33), არგენტინამ კი კაცნაკლულ იტალიას 43:15 აჯობა და ბონუს-ქულაც აიღო. უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ ვარჯიშებზე ყურადღება იმ დეტალების გამოსწორებას ეთმობა, რომლებმაც სამხრეთ აფრიკასთან, პირველ ტაიმში არ იმუშავა:

„ვეთამაშებით ძალიან კარგ გუნდს, არგენტინას, რომელმაც პირველი თამაში ბრწყინვალედ ჩაატარა. გააზრებული გვაქვს მისი სიძლიერე და ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია. შევეცდებით ჩვენი თამაში კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ. ჩვენი მთავარი მიზანი იმ დეტალების გაუმჯობესება იქნება, რაც სამხრეთ აფრიკასთან პირველ ტაიმში ვერ შევასრულეთ. ეს დეტალები მთელმა გუნდმა გავიარეთ და ვთანხმდებით რა ასპექტებში უნდა ვიყოთ უკეთესები. არგენტინა უხერხული მეტოქეა ნებისმიერი გუნდისთვის, კარგი მწვრთნელებითა და შემსრულებლებით. ეს არის გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის რა შეუძლია“.

RUGBY.GE

0.113677