ფეხბურთი

19:14 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო "სამპდორიას" მწვრთნელად დაინიშნა

ანდრეა პირლო გენუის „სამპდორიას“ მწვრთნელი გახდა, რომელიც სერია B-ში გავარდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ხელმძღვანელობა შეეცვალა და ელიტაში დაბრუნებას უმიზნებს.

გენუელთა რიგებში მუშაობაზე უარი თქვა ფაბიო გროსომ, რის შედეგადაც ლიგურიელები პირლოს ვარიანტზე გადაერთნენ. 44 წლის სპეციალისტი თავისუფალი იყო და შეთავაზებას დათანხმდა. გენუელებმა ცნობა ოფიციალურად დაადასტურეს.

პირლო ბოლოს თურქულ „კარაგუმრუკში“ მუშაობდა, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობდა. მანამდე იტალიელმა სამწვრთნელო კარიერა ტურინის „იუვენტუსში“ დაიწყო, რომელსაც 2020-2021 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა. მან იტალიურ გრანდს იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა.

0.11529