ფეხბურთი

18:40 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" ბექა დარცმელია და ხორვატი მცველი დაიმატა

წყალტუბოს „სამგურალმა" „საბურთალოდან" 23 წლის ნახევარმცველი ბექა დარცმელია დაიმატა.

ქართველმა ფეხბურთელთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ბექა დარცმელია სხვადასხვა დროს თბილისის „დინამოს", თბილისის „ლოკომოტივისა" და ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტსის" ღირსებას იცავდა.

გარდა ამისა, იმერული გუნდის რიგებს შეუერთდა ხორვატი ფეხბურთელი ბარტულ მარკოვინა, რომელიც ბოლოს სამშობლოში „დრაგოვოლიაცში“ თამაშობდა. მასთან წყალტუბოელებმა ასევე 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

0.118524