ფეხბურთი

11:18 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ სანჩოს ტრანსფერში 52 მილიონს ითხოვს

„მანჩესტერ იუნაიტედი" ნახევარმცველის, ჯეიდონ სანჩოს გაყიდვას აპირებს. Daily Mail-ის ცნობით, ინგლისურმა კლუბმა 23 წლის ფეხბურთელი, შესაძლოა, 52 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით ლონდონის „ტოტენჰემი" დაინტერესდა.

სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2021 წლის ზაფხულში დორტმუნდის „ბორუსიიდან“ გადავიდა. 2022/2023 წლების სეზონში ნახევარმცველმა ინგლისის პრემიერლიგაში „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ორი წლის წინათ „მანჩესტერმა" „ბორუსიას" დაახლოებით 85 მილიონი ევრო გადაუხადა სანჩოს სანაცვლოდ.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა გასული სეზონი ინგლისის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.

0.126308