ფეხბურთი

10:50 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კრეიგ ბრაუნი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, კრეიგ ბრაუნი, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ოჯახურ წრეში გარდაიცვალა.

ბრაუნი შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი 1993-2001 წლებში იყო. ეროვნულ ნაკრებთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო ევრო 1996 და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

გუნდთან მუშაობისას ბრაუნმა 70 მატჩი გაატარა (ამ გუნდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი). 2010 წელს იგი შეიყვანეს შოტლანდიის ფეხბურთის დიდების დარბაზში.

მწვრთნელი ასევე მუშაობდა კლუბებთან: შოტლანდიურ „მოზერუელთან,“ „კლაიდთან“, „აბერდინთან“, ინგლისური „პრესტონთან“ და „დერბი ქაუნთისთან“.

შოტლანდიის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელობისას, ბრაუნმა მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

0.119439