ფეხბურთი

23:07 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცში" მიქაუტაძის შემცვლელი იპოვეს, რომელიც ამჟამად საქართველოშია

ფრანგული „მეცი“ გიორგი მიქაუტაძის შემცვლელს ეძებს, რადგან ქართველი ფორვარდის მიმართ ინტერესი დიდია და სავარაუდოდ, მიმდინარე ზაფხულს კლუბს დატოვებს.

გიორგით არაერთი ევროპული კლუბი ინტერესდება, ფრანგები კი სასურველი შეთავაზების შემთხვევაში ალბათ მას შეელევიან. პორტუგალიური Record-ი წერს, რომ „მეცს“ „ბენფიკას“ 21 წლის ფორვარდი ენრიკე არაუჟო ახლოსაა „მეცში“ ტრანსფერთან. საუბარია 1-წლიან იჯარაზე, რადგან ფეხბურთელი მომდევნო სეზონში „ბენფიკას“ გეგმებში არ შედის.

აღსანიშნავია, რომ ენრიკე არაუჟო ამჟამად თბილისშია პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე. მან საქართველოს ნაკრებთანაც ითამაშა, მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.

ენრიკე არაუხო ლისაბონის „ბენფიკას“ აღზრდილია, გასული სეზონი კი იჯარით „უოტფორდში“ გაატარა, სადაც 8 უგოლო მატჩი ჩაატარა. მას პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებში 13 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.103454