ფეხბურთი

16:50 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ნიდერლანდების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა და ეს ახალი რეკორდია

ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩზე, საქართველო - ნიდერლანდები ყველა ბილეთი გაიყიდა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ამრიგად, წესით და რიგით, შეხვედრას 54 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი უნდა დაესწროს, რაც რეკორდი იქნება. მოგეხსენებათ, სწორედ „დინამო არენაზე“ დამყარდა წინა ტურში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი, მაგრამ ამჯერად სტადიონზე მეტ გულშემატკივარს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი ინფორმაციით, ბელგიასთანაც ყველა ბილეთი გაყიდული იყო, მაგრამ სტადიონი სავსე არ ყოფილა, ოფიციალური მონაცემებით კი თამაშს სტადიონის ტრიბუნებიდან 41 886 ადამიანმა უყურა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ნიდერლანდების ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი 27 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.116017