ფეხბურთი

13:40 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ილქაი გიუნდოგანი "ბარსელონაში" ითამაშებს

კატალონურმა „ბარსელონამ“ ილქაი გიუნდოგანი დაიმატა. ინფორმაცია ესპანური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

გიუნდოგანმა „ბარსელონასთან“ 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მისი გამოსასყიდი ფასი 400 მილიონი ევრო იქნება. 32 წლის გერმანელი „ბარსას“ უფასოდ შეუერთდა, რადგან „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

ილქაი გელზენკირხენში დაიბადა და კარიერა „შალკეს“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც „ბოხუმის“ აკადემიას მიაშურა და მეორე გუნდშიც ითამაშა. მერე იყო „ნიურნბერგსა“ და „დორტმუნდში“, ხოლო 2016 წლიდან „მანჩესტერ სიტიში“ 304 შეხვედრაში 60 გოლის გატანა მოახერხა.

მან ინგლისურ კლუბში ყველა ტიტული მოიგო, მათ შორის, ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგაც. გერმანიის ნაკრებში გიუნდოგანმა დღემდე 67-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 17 გოლი გაიტანა.

0.118717