ფეხბურთი

13:05 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილი: "გუნდში განწყობა ამაღლებულია, ის ემოციები ძალიან მნიშვნელოვანი იყო"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ნიდერლანდებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მიზანთან ძალიან ახლოს არიან და ყველაფერს გააკეთებენ მის შესასრულებლად.

„ძალიან ახლოს ვართ მიზანთ, რომელიც დასახული გვქონდა. მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და მჯერა, რომ მიზანს მივაღწევთ. განწყობა გუნდში ძალიან ამაღლებულია. ის ემოციები, რაც ბელგიასთან მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეული ფეხბურთელი მზად ვართ თამაშისთვის და ატმოსფერო, რომელიც წინა ორ თამაშზე იყო სტადიონზე იყო, ჩემთვის და ყველა ფეხბურთელისთვის, ვინც გუნდშია, დაუვიწყარი იყო.

გულშემატკივარს დიდი ძალა აქვს და იმ მომენტში ჩვენს გვერდით იყვნენ, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ სავსე სტადიონის წინაშე თამაში მოგვიწევს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ“, - თქვა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში პირველ ადგილზეა. სვანაძის გუნდი მოგებით პირველ ადგილ დაიკავებს, ფრით ჯგუფიდან გავა, მაგრამ მეორე მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული, რომელ ადგილს დაიკავებს. არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო წაგებითაც გავიდეს ჯგუფიდან (მეორე ადგილით), თუ ბელგია პორტუგალიასთან ვერ მოიგებს.

საქართველო ჯგუფში პირველ ადგილზე თუ გავა, მეოთხედფინალში 1 ივლისს, თბილისში C ჯგუფის მეორეადგილოსანთან ითამაშებს (ჩეხეთი, ისრაელი ან გერმანია), ხოლო თუ მეორე ადგილს დაიკავებს, 2 ივლისს, ქუთაისში ინგლისის ნაკრებთან თამაში მოუწევს.

0.116089