„პარი სენ ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს დანიშვნა გადაწყდა. ამის შესახებ Le Parisien-ი წერს.
წყაროს თანახმად, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმდა და ესპანელი 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მხოლოდ ბიუროკრატიული საკითხები დარჩა მოსაგვარებელი, რის შემდგომაც კონტრაქტი გაფორმდება.
ფრანგული გამოცემის ცნობით, დიდი შანსია, რომ პარიზულმა კლუბმა ეს ამბავი ოფიციალურად ხუთშაბათს დაადასტუროს.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს აქამდე „რომაში“, „სელტაში“, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრებში აქვს ნამუშევარი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოკლეთ ლუის ენრიკე დიდ სამუშაოს შეეჭიდება და პასუხისმგებლობაც დიდი ექნება
რაც მთავარია ოთხეულისთვის ბძოლა იქნება უშეღავათო და კონკურეტიანი
ან შეიძლება არსენალივით რომელიმე გუნდი გამოხტეს და მოჩვენებითი ინტრიგა შექმნას მხოლოთ, მაგრამ ეგეც კარგია ჩემპიონატისთვის, სულ ინტრიგის გატშე რომ არ დარჩეს პრემიერლიგა
მაგრამ მთავარი თემა ისაა ვინ გაუწევს გვარდიოლას მეტოქეობას, ეგ ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესოა ჩემთვის
თან ლიგაზეც გამოდის გუნდი და სერიოზული მომზადება დასჭირდება ტენჰააგს
ასევე ტენჰააგი არ უნდა დაგვავიწყდეს, ბოლობოლო დააყენებს თუ არა გუნდს ამ სასტავიდან, თან მანჩეს მგონი შეიხები ყიდულობენ და სერიოზული ცვლილებები იქნება გუნდში
ცალკე თემაა გვარდიოლა დ სიტი, გააგრძელებს კიდე თუ არა პრემიერლიგის რბევას და როდემდე, და კიდე უამრავ ახალ რეკორდთან ახლოსაა
ახალი სეზონიდან საინტერესო გადაფჰილებები მოხდება, პოჩეტინო ჩელსში, ენრიკე პსჟშ, ანჩელოტი საერთოთ ნაკრებში წავიდა ბრაზილიაში, ასე რომ საინტერესო სეზონი გველის
ნეიმარის თემაც გადასაწყვეტია
ყველაზე დიდი დილემა ეგარი
ეს უკვე საინტერესო ინფორმაციაა, მაგარი წმენდა მოუწევს გუნდში, ბევრი სამუშაო ექნება ჩასატარებელი