ფეხბურთი

23:15 | 25.06.2023 | ნანახია 696 - ჯერ

ოფიციალურად: კალიდუ კულიბალი საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდა

ლონდონის „ჩელსის“ მცველი კალიდუ კულიბალი კარიერას საუდის არაბეთის „ალ-ჰილალში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

კულიბალიმ „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა, სეზონში კი 30 მილიონ ევროს მიიღებს. თავის მხრივ, არაოფიციალური ცნობით, "ჩელსის" საუდელებმა 25 მილიონ ევრო გადაუხადეს.

32 წლის ფეხბურთელმა „ჩელსიში“ მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა და 32 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის 2014-2022 წლებში „ნაპოლის“ ლიდერი იყო, სადაც 317 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა. კარიერის საწყის ეტაპზე კულიბალი „მეცსა“ და „გენკში“ ირჯებოდა.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსიდან" "ალ-იტიჰადში" მანამდე გადავიდა ნგოლო კანტე, ხოლო ჰაკიმ ზიეშის "ალ-ნასრში" და ედუარ მენდის "ალ-აჰლიში" ტრანსფერებიც გადაწყვეტილია, მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:36 | 26.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მიკვირს კეინი რომ არ მიყავს თავისთან

01:04 | 26.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ჩელსი იწმინდება და იწმინდება, როგორც ჩანს პოჩეტინოს დიდი გეგმები აქვს, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარაზე ჯერ ძაან პასიურობენ

01:05 | 26.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

კიდე ბევრს გაუშვებს აქედან

01:00 | 26.06.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

აშკარათ დაეხმარება კულიბალი არაბეთის ჩემპინატს გაძლიერებაში

0.138617