ფეხბურთი

21:26 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეში" ჯერ მწვრთნელს დანიშნავენ, მერე კვერნაძის ტრანსფერს დახურავენ

„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე იტალიურ „ფროზინონესთან" ახლოსაა, რის შესახებ რამდენიმე დღის წინაც გავრცელდა ინფორმაცია.

ამჯერად Rai იტყობინება, რომ „ფროზინონე“ ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებამდე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეუსებიო დი ფრანჩესკოს ოფიციალურად დანიშვნას ელოდება. ამის შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობა ტრანსფერებზე მუშაობს დაიწყებს და ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერსაც დახურავენ.

კვერნაძე „ფროზინონეს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. „ფროზინონე“ მომდევნო სეზონს სერია A-ში გაატარებს, ისტორიაში მესამედ 2015-2016 და 2017-2018 წლების სეზონების შემდეგ.

გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, შარშან „თელავში“ თამაშობდა, ხოლო იანვრიდან „დინამო ბათუმშია“, სადაც მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა. ნაკლები სათამაშო პრაქტიკის გამო 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების განაცხადს მიღმაც აღმოჩნდა. მის მიმართ „ფროზინონე“ ინტერესს რამდენიმე თვეა იჩენს.

0.117848