ბრატისლავის „სლოვანის“ სპორტულმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, სიტუაცია არ შეცვლილა, მათ სურთ ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება და გიორგისაც სურს დარჩენა.
„ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვეძებთ ტრანსფერისთვის სწორ გზას, ბევრი ალტერნატივა არსებობს. მას სურს „სლოვანში“ დარჩენა, მაგრამ ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. მის შემთხვევაში სამი ვარიანტი არსებობს: ან ჩვენთან მუდმივი კონტრაქტით დარჩება, ან სხვა იყიდის, ან „გენტი“ ისევ გაანათხოვრებს“, - თქვა კმოტრიკმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს „სლოვანთან“ საიჯარო კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. „გენტთან“ მას ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.