ხორვატიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, „ალ-ნასრთან“, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, ყველა დეტალი შეთანხმებულია.
„ინტერი“ ბროზოვიჩის სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ხორვატის ხელფასი სეზონში 20 მილიონი ევრო იქნება. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.
მარსელო ბროზოვიჩი „ინტერში“ 2015 წლიდან თამაშობს და 330 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლოკომოტივას“ და „დინამო ზაგრების“ ღირსებას იცავდა.