ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის B ჯგუფში (ეს გუნდები რუმინეთში თამაშობენ) სატურნირო ინტრიგა მეორე ტურშივე დასრულდა. გვიან შეხვედრაში, ბუქარესტში, ესპანელებმა ხორვატები 1:0 დაამარცხეს, 6 ქულა მოაგროვეს და უკრაინასთან ერთად, ნაადრევად მოიპოვეს მეოთხედფინალის საგზური.
ახლა ესპანელებს და უკრაინელებს 6-6 ქულა აქვთ, ხორვატებს და რუმინელებს არცერთი. ბოლო ტურში ესპანეთი უკრაინას შეხვდება და ეს იქნება პირველი ადგილისვის მატჩი.
დღეს კი ესპანელთაგან ერთადერთი ბურთი პორტუგალიური „ბრაგას“ ფორვარდმა, აბელ რუისმა გაიტანა.