ფეხბურთი

23:15 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილი: "პირველი ტაიმიდან გამომდინარე ფრეც კარგი შედეგია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა ბელგიის ნაკრებთან მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პირველ ტაიმში ყველაფერში დაიჩაგრნენ, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე ქულა ძალიან კარგი შედეგი იყო.

„პირველ ტაიმში თითქმის ყველაფერში დავიჩაგრეთ, ორთაბრძოლებში, ტაქტიკურად, ვერ ვასრულებდით იმას, რაც დავგეგმეთ. ვღელავდით, არეულები ვიყავით, მაგრამ გასახდელში ვილაპარაკეთ, ვთქვით, რომ ჩვენს გამო ბევრი ადამიანი იყო სტადიონზე მოსული. ბიჭებს მათგან ემოცია და მუხტი გადმოგვედო. არ გვინდოდა, რომ მათი მოლოდინი ვერ გაგვემართლებინა და მატჩის მერეც ისე ემოციურად აღვნიშნეთ მათთან ერთად, მეც კი თვალზე ცრემლები მომადგა. სწორედ ეს ფაქტორი იყო გარდამტეხი.

ვფიქრობ, ასეთი პირველი ტაიმის შემდეგ ქულაც კარგი შედეგია. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც წამით არ გაჩერებულან მთელი თამაშის განმავლობაში“, - თქვა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელები 27 ივნისს, "დინამო არენაზე" ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ.

0.112796