ევროპის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტურის მატჩში, ბუქარესტის „სტიაუას“ სტადიონზე, უკრაინის ნაკრებმა რუმინეთისას 1:0 მოუგო, 6 ქულა მოაგროვა და ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტი გახდა.
თანამასპინძელ რუმინელებს არ გაუმართლათ, 89-ე წუთზე ვიკტორ დიჩანმა საკუთარ კარში გაიტანა ბურთი, ბოლო წუთზე უკრაინელებს ვლადისლავ ვანატი გაუძევეს, თუმცა ამ დროისთვის საქმე მოთავებული იყო.
უკრაინელებმს 6 ქულა მოუგროვდათ. ესპანელებს 3 აქვთ, თუმცა დღეს, 24 ივნისს, მოგვიანებით ხორვატებს დაუპირისპირდებიან ბუქარესტში. რუმინელები და ხორვატები ჯერჯერობით უქულოდ არიან.