მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A-ჯგუფის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, პორტუგალიის ნაკრები ნიდერლანდებისას შეხვდა და ფრედ - 1:1 ეთამაშა.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თითქოს ბურთი უფრო ხშირად ნიდერლანდელებს ჰქონდათ, თუმცა გოლი პორტუგალიელებმა გაიტანეს - პირველი მიმდინარე ტურნირზე.
თავი გიორგი მამარდაშვილის ვალენსიელმა თანაგუნდელმა, ანდრე ალმეიდამ გამოიჩინა. მან პედრუ ნეტუს პასით შეაგდო.
მეორე ნახევარში ნიდერლანდელები არ დანებდნენ და 78-ე წუთზე ბრაიან ბრობეიმ გაათანაბრა - 1:1.
ორი ტურის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებმა 1 ქულა მოაგროვა, ნიდერლანდებისამ კი - 2.







