„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, საუდის არაბეთიდან მიიღო შეთავაზება. ივნისის პირველ ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახლო აღმოსავლეთის ორი კლუბი („ალ-ჰილალი“ ან „ალ-აჰლი“) ცდილობდა კონტრაქტის გაფორმებას სპეციალისტთან, წელიწადში 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ. იტალიელმა უარი თქვა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ახლა ალეგრიმ მიიღო ახალი შეთავაზება - წელიწადში ჯამაგირად 30 მილიონი ევრო. მწვრთნელის ამჟამინდელი ხელფასი 7 მილიონი ევრო + 2 მილიონი ბონუსებია.
ალეგრი „იუვენტუსს“ 2014-2019 წლებში წვრთნიდა. 2021 წელს დაბრუნდა კლუბში და დღემდე აგრძელებს მუშაობას.