ფეხბურთი

23:05 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის მწვრთნელი: "ჩემი პატივისცემა ქართველ გულშემატკივარს, ასეთ გარემოში თამაში სასიამოვნოა"

ბელგიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაკი მატეისენმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბელგიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საქართველომ თავისი შანსები გამოიყენა, მათ კი ეს ვერ გააკეთეს და ბევრი საგოლე მომენტი გაანიავეს.

„პირველი გაშვებული გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ, მაგრამ მეორე მაინც გავუშვით. ძალიან ეფექტიანი საქართველოს ნაკრები ვნახეთ, რომელმაც ორი მომენტიდან ორი გოლი გაიტანა, ჩვენ კი შანსები ვერ გამოვიყენეთ, თუმცა 5 გოლის გატანა შეგვეძლო.

21-წლამდე ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი? პირველ რიგში გილოცავთ. ყოველთვის კარგია ასეთ გარემოსა და სავსე სტადიონზე თამაში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თამაშზე გავლენა მოახდინა, რადგან ჩემი ფეხბურთელები ამას შეჩვეულები არ არიან. მაგრამ გილოცავთ და გამოვხატავ პატივისცემას ქართველი გულშემატკივრის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის მიმართ.

რა თქმა უნდა, რაღაცები ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ამ გაკვეთილიდან უნდა ვისწავლოთ. პორტუგალიასთან მატჩზე ხვალიდან ვიფიქრებთ, რადგან ახლა იმედგაცრუება დიდია. 10-ჯერ უფრო იმედგაცრუებული ვარ, ვიდრე ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ, რადგან როდესაც ყველაფერი ხელში გაქვს და კარგად, ამის მონელება ძალიან ძნელია. პორტუგალიას ხვალ გავაანალიზებთ და მოვემზადებით მატჩისთვის, რომელიც მოსაგები გვაქვს, მაგრამ მათაც გამარჯვება სჭირდებათ“, - თქვა მატეისენმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელები 27 ივნისს, "დინამო არენაზე" ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118438