ფეხბურთი

20:07 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენით „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ლივერპული“ და „ჩელსი“ დაინტერესდნენ

„მანჩესტერ იუნაიტედი", „ჩელსი" და „ლივერპული" „ნაპოლის" თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენას შეეცდებიან - წერს ტვიტერში ჟურნალისტი საშა ტავოლიერი.

წყაროს ცნობით, კლუბებმა შესაძლო კონტრაქტების პირობების განსახილველად, ფორვარდის აგენტებთან შეხვედრები უკვე დაგეგმეს.

მათი განზრახვები მომავალ კვირას გაირკვევა. აღნიშნულია, რომ თავად ოსიმენისთვის ინგლისის პრემიერლიგა პრიორიტეტული სატრანსფერო ადგილია.

2022/2023 წლების სეზონში,, იტალიის სერია A-ში, ოსიმენმა 32 მატჩი ჩაატარა, 26 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ნიგერიელი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, „ნაპოლიმ“ კი 38 მატჩში 90 ქულით, 33 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა.

იტალიურ კლუბში გადასვლამდე ოსიმენი გერმანულ „ვოლფსბურგში,“ ბელგიურ „შარლერუასა“ და ფრანგულ „ლილში“ თამაშობდა.

0.11994