ფეხბურთი

17:50 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში დასწრების რეკორდი დამყარდა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მატჩზე დასწრების რეკორდი საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი თბილისში, „დინამო არენაზე“ დამყარდა!

საქართველოსა და ბელგიის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას კი 41 887 გულშემატკივარი დაესწრო, რაც 21-წლამდელთა შორის პირველად მოხდა. აქამდე რეკორდი ბარსელონას ეკუთვნოდა, როდესაც 1996 წლის 31 მაისს, ესპანეთისა და იტალიის ფინალურ შეხვედრას 35 500 გულშემატკივარი დაესწრო.

ეს რაც შეეხება ფინალურ ტურნირს, საკვალიფიკაციო ეტაპსაც თუ მივიღებთ მხედველობაში, რეკორდი 2023 წლის ნოემბერში სტამბოლში დამყარდა, როცა თურქეთისა და გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირებას თვალი სტადიონიდან 42 ათასმა ქომაგმა ადევნა. თუმცა, სავარაუდოდ, თბილისი ბოლო ტურში ამ შედეგსაც გააუმჯობესებს.

ამრიგად საქართველოში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ისტორია გადაიწერა! შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფის სამივე შეხვედრას „დინამო არენაზე“ ჩაატარებს, მაგრამ ამ სტადიონზე ტურნირის სხვა მატჩები დაგეგმილი არ არის.

შედარებისთვის, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრას პირველ ტურში 24 425 გულშემატკივარი დაესწრო.

0.139179