ფეხბურთი

12:53 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი რეკორდის ზღვარზე: 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო დასწრების მაჩვენებელები

დღეს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ბელგიას „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს და რეკორდის დამყარებაა მოსალოდნელი.

საქმე ეხება გულშემატკივართა რაოდენობას. გუშინ 30 000 ბილეთი იყო გაყიდული, ამ დროისთვის კი 80%-ია რეალიზებული. ცხადია, ეს რაოდენობა თამაშის დაწყებამდე ბევრად გაიზრდება და არაა გამორიცხული სტადიონი გაივსოს.

როგორც უეფას ვებგვერდზე წერია, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მატჩს (ფინალურ სტადიაზე) ყველაზე მეტი ქომაგი 1996 წლის 31 მაისს დაესწრო, როდესაც ფინალში ესპანეთმა იტალიას უმასპინძლა - 35 500. ამრიგად, ამაზე მეტი მაყურებლის დასწრების შემთხვევაში თბილისი რეკორდის ავტორი გახდება.

თუმცა, საქართველო ბელგიის მატჩი ფინალი არ არის, მხოლოდ ჯგუფური ეტაპია. იმავე უეფას მონაცემებით თუ ფინალს არ გავითვალისწინებთ, ყველაზე მეტი დასწრება ასევე ესპანეთი - იტალიის (32 152) და შვეიცარია - იტალიის (30 000) შეხვედრებზე ფიქსირდება.

უფრო მეტიც, საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი საუკეთესო შედეგი 42 000 მაყურებელია. ასე რომ, „დინამო არენას“ შეუძლია ყველანაირი შედეგი გააუმჯობესო.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე დასწრების რეკორდები (ფინალის, ფინალური ტურნირის, შესარჩევი ეტაპების)

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალი: 35 500 მაყურებელი - იტალია-ესპანეთი (31 მაისი, 1996, ბარსელონა)

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, ოღონდ არა ფინალური მატჩი: 30 000 მაყურებელი - შვეიცარია-იტალია (22 მაისი, 2002, ბაზელი)

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ორმატჩიანი პლეი-ოფის მატჩი: 32 152 მაყურებელი - ესპანეთი-იტალია (29 ოქტომბერი, 1986, ვალიადოლიდი)

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩი: 42 000 მაყურებელი - თურქეთი-გერმანია (18 ნოემბერი, 2023, სტამბოლი)

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპი: 38 763 მაყურებელი - რუსეთი-სერბეთი (11 სექტემბერი, 2018 წელი, ნიჟნი ნოვგოროდი)

0.120523