თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სერია A-ს ფინალურ სერიაში დამარცხდა და ქართველი კალათბურთელი იტალიის ჩემპიონი ვერ გახდა.
„ვირტუსმა“ „ოლიმპია მილანოსთან“ ფინალი 3:4 წააგო. ბოლონიელებმა შინ სამივე თამაში მოიგეს, მაგრამ სტუმრად ოთხივე შეხვედრა წააგეს. მათ შორის, დღეს, გადამწყვეტი დაპირისპირება 55:67.
სერჯო სკარიოლოს გუნდმა პირველ პერიოდში მხოლოდ 9, მესამე პერიოდში კი სულ რაღაც 5 ქულა ჩააგდო, რაც ბუნებრივია, ძალიან დაბალი შედეგი იყო და საბოლოოდ მარცხი განიცადა.
თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 32 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ამრიგად, „ვირტუს ბოლონიამ“ სეზონი დაასრულა, თორნიკე შენგელიას კი სულ მალე საქართველოს ნაკრებში შეკრება და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი ელოდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თან დროა ახალი თაობაც წამოვიდეს, სულ შენგელიაზე ხომ არ იქნება ნაკრები დამოკიდებული
დროა ? ))
ეგრე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების დროცაა, მაგრამ ტრ**ი გვააქ რო ?! )))
ჯერ კიდევ შეუძლია თოკოს მაღალ დონეზე თამაში, ასაკიც არა აქვს ისეთი დიდი
სკარიოლოს აქვს უბრალოდ ესეთი ტაქტიკა,ყველას ათამაშებს,მაგიტომაც წააგეს, იქეთ მილანმა მელი არ ათამაშა და ჰაინსმა მის მაგივრად დაგლიჯა, მოკლედ თოკო აქ არაფერ შუაშია, მწვრთნელი ასე ათამაშებს გუნდს, ერთადერთი რაც არ მომწონს საჯარიმოების სროლაა,მანდ ნაღდად მოუკლო
გულნატკენი ვარ , მაგრამ არ გამიკვირდა, მოსალოდნელიც იყო, 3:3 უფრო გამიკვირდა, უფრო ალბათ შოუსთვის, ფინანსებისთვის გაათანაბრეს, ყველაზე მეტად მაშფოთებს ჩვენი ლიდერის დაღმავალი ფორმა, ნეტა მხოლოდ დროებითი იყოს, მის გარეშე მსოფლიოზე მაგრად შევრცხვებით