ფეხბურთი

23:49 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს ტურამმა "მილანს" "ინტერი" ამჯობინა

„გლადბახის“ ფეხბურთელმა მარკუს ტურამმა „პარი სენ ჟერმენსა“ და „მილანში“ ტრანსფერზე უარი თქვა, სამაგიეროდ კი „ინტერში“ გადავა.

იტალიური მედიის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი „ნერაძურის“ შეთავაზებას დათანხმდა და 1 ივლისიდან მილანურ გუნდში გადავა. ტურამს „გლადბახთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, შესაბამისად, იტალიაში უფასოდ გადავა.

მარკუს ტურამი ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის, ლილიან ტურამის ვაჟია, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ იტალიაში გაატარა, „პარმასა“ და „იუვენტუსში“.

ფრანგი შემტევი „გლადბახში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 134 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სოშოს“ და „გენგამის“ წევრი იყო.

0.139248