რაფაელ ბენიტესი სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნდა და მომდევნო სეზონში ვიგოს „სელტას“ გაწვრთნის. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
63 წლის სპეციალისტმა გალისიელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიზანი ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.
ბენიტესი ბოლოს 2021-2022 წლების სეზონში „ევერტონს“ ავარჯიშებდა, ხოლო სამშობლოში 2015 წელს „რეალში“ მუშაობდა. მას ასევე უმუშავია „ვალიადოლიდში“, „ოსასუნაში“, „ტენერიფეში“, „ექსტრემადურაში“, „ვალენსიაში“, „ლივერპულში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „ნაპოლიში“, „ნიუკასლსა“ და „დალიანში“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალშიც საშინელება იყო, ნაპოლიშიც, ინტერშიც, ,ნიუკასლში და რავიცი ვერსად ვერაფერი შედეგი დადო ლივერპულის გარდა
და რაის მაგარი მწვრთნელია ეხლა ეს
კიდევ ბევრი მწვრთნელია ამის სიაში მოხვედრილი
ეგ სურათიც ზუტათ შეესაბამება მის სამწვრთნელო კარიერას
ისე კი სამწვრთნელო დონეზე უკვე გასვენებულია ტიპი, ლივერპულის მერე ნორმალურად ვერსად მიახწია წარმატებას
ზუსტად მაგის თქმა მინდოდა,ჯვარი აქაურობას და ნეკროლოგის სურათი მეგონა.
ისეთი სურათია დადებული თითქოს მისი გასვენების აფიშაა