რაგბი

20:25 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ციხისთავი: "მიზანი გათავისებულია, გუნდი მზადაა!"

„მთელს გუნდს კარგად გვაქვს გათავისებული როგორც 20-წლამდელთა ჩემპიონატის, ასევე კონკრეტულად ხვალინდელი მატჩის მიზანი. ნებისმიერ თამაშში ვეცდებით უმაღლესი ხარისხი დავიჭიროთ და მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება დეტალებზე. პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ხვალ იხილავს გულშემატკივარი და მსოფლიო რაგბი, თუ რა შეგვიძლია“ – ამბობს ლაშა ციხისთავი, უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი, რომელიც ხვალ გუნდს სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ წარუძღვება.

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში 14 ივნისიდან იმყოფებიან და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან. პირველ მატჩში ისინი სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ მასპინძელ თანატოლებს საქართველოს დროით 21 საათზე ერკინებიან.

„სამხრეთ აფრიკაში 10 დღით ადრე ჩამოვედით რადგან აქ მძიმე გრუნტია და ადაპტაცია მოგვეხდინა. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად მიდის. გვქონდა ნაყოფიერი ერთობლივი ვარჯიში ავსტრალიასთან. გავიარეთ მოლის, შერკინების და გუნდური თამაშის დეტალები. გვქონდა შეცდომები, რომლის გამოსწორებაზეც ვიმუშავეთ და ვფიქრობ, სათამაშოდ მზად ვართ. სამხრეთ აფრიკის ყველა თაობის, ყველა ნაკრების ძლიერი მხარეა მოლი და შერკინება. ისინი სწრაფად ამოდიან დაცვაში და პირველ თამაშს ატარებენ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მზად ვართ ამ გამოწვევისთვის დარწმუნებული ვარ მათ ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ ძალიასმიერ თუ ღია თამაშში“ – აღნიშნავს ლაშა ციხისთავი.

RUGBY.GE

0.113556