ფეხბურთი

17:32 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტანისლავ ლობოტკას საუდის არაბეთში იწვევენ

„ნაპოლის“ ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა „ალ-აჰლის“ და „ალ-ნასრის“ სურთ. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

იტალიელი ჟურნალისტი მეტ დეტალზე არ წერს, მაგრამ ინტერესს ადასტურებს. თავის მხრივ, რომანო იმასაც გვამცნობს, რომ „ნაპოლიში“ სლოვაკს საკვანძო ფიგურას მიიჩნევენ, შესაბამისად, ტრანსფერის შანსი არცთუ ისე მაღალი უნდა იყოს.

ლობოტკას, რომელიც „ნაპოლიში“ 2020 წლის ზამთრიდან თამაშობს, კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მან 134 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა იტალიური კლუბის მაისურით, მაგრამ ნახევარდაცვაში მთავარი დასაყრდენია.

სტანისლავ ლობოტკამ კარიერა „ტრენჩინში“ დაიწყო, მერე კი „აიაქსსა“ და ვიგოს „სელტაში“ თამაშობდა.

0.112882