„ნაპოლის“ ფეხბურთელი ირვინგ ლოზანო მზადაა იტალიის ჩემპიონის რიგები დატოვოს. Sky Sports-ის ცნობით, მექსიკელ ფეხბურთელს საუდის არაბეთიდან აქვს შეთავაზებები.
ჯერჯერობით, კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ლოზანოს საუდელები სარფიან კონტრაქტს სთავაზობენ და „ნაპოლის“ მის სანაცვლოდ გარკვეულ თანხასაც გადაუხდიან. აღსანიშნავია, რომ ირვინგი შეუცვლელი ფიგურა ნეაპოლელთათვის არ არის.
ლოზანომ კარიერა სამშობლოში, „პაჩუკაში“ დაიწყო, 2017-2019 წლებში პსვ ეინდჰოვენში ითამაშა, ხოლო 2019 წლიდან „ნაპოლის“ მაისურით 155 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოახერხა.