ფეხბურთი

12:30 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "მინდა, რომ სავსე "დინამო არენაზე" ისტორია ყველამ ერთად დავწეროთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ბელგიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პორტუგალიასთან მატჩი უკვე წარსულია და ყველანი ბელგიასთან შეხვედრაზე არიან ორიენტირებული.

„ასეთ გრაფიკში მზადყოფნა რთულია, მაგრამ პროფესიონალები ვართ და მე 100%-ით მზად ვარ. კარგი თამაში მოვიგეთ პორტუგალიასთან და იმედი მაქვს, რომ ბელგიასთანაც იგივე შედეგს დავაფიქსირებთ. პორტუგალიასთან თამაში უკვე წარსულია, ეს ყველამ ვიცით და ამიტომ, ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის, რათა გულშემატკივარი გავახაროთ.

ჩემი მომავალი? ახლა მხოლოდ სანაკრებო მატჩებია მნიშვნელოვანი. ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, „ბორდოში“ დავრჩები.

ბელგიის ნაკრებში ყველა ფეხბურთელი გამორჩეულია და მათი ძალა სწორედ გუნდურობაშია. ეს ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ისტორიულია და შემდეგ მატჩიც ამ ისტორიის ერთ-ერთი ნაწილია. ამიტომ გვინდა, რომ ეს ისტორია გავაგრძელოთ. მინდა, რომ სავსე „დინამო არენაზე“ ყველამ ერთად დავწეროთ ისტორია“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები A ჯგუფში 3 ქულით ლიდერია, ბელგიას კი 1 ქულა აქვს. მატჩი 24 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113302