ფეხბურთი

11:43 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლს" კიეზას და ტეო ერნანდესის შეძენაც სურს

„ნიუკასლ იუნაიტედი“ სანდრო ტონალის შემდეგ იტალიის სერია A-დან კიდევ ორი ვარსკვლავის გადაბირებას აპირებს.

Sky Sport-ის ცნობით, „კაჭკაჭების“ სამიზნეში „იუვენტუსის“ გარემარბი ფედერიკო კიეზა და „მილანის“ მარცხენა მცველი ტეო ერნანდესი არიან. „იუვე“ მზადაა კიეზა გაყიდოს და მასში დაახლოებით 40 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო ფრანგი ფეხბურთელის ფასი გაცილებით მაღალია, დაახლოებით 80 მილიონი ევრო. ამ დროისთვის სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია.

მოგეხსენებათ, „ნიუკასლმა“ „მილანის“ ნახევარმცველის სანდრო ტონალის ტრანსფერზე უკვე მიაღწია შეთანხმებას, რომლის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლს“ ახალი მფლობელები ჰყავს, რომლებმაც კლუბი მნიშვნელოვნად გააძლიერეს და ინვესტიციას კიდევ აკეთებენ. „ჯორდები“ მომდევნო სეზონში 20-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.

0.112002